

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის პირველ – 24,620 კმ-იან მონაკვეთს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აშენებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მეორე ლოტის სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ ახორციელებს. ამჟამად ახალი ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსათვისაა დაგეგმილი.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია-მშენებლობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) 80 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,