

ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის 4 დეკემბერს, 139-მა ჟურნალისტმა საზეიმოდ მოაწერა ხელი ეთიკური ჟურნალისტიკის 11 პრინციპს და თქვა, რომ ამ სტანდარტების დაცვით იმუშავებდა;
ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ქარტიას 366 ხელმომწერი ჟურნალისტი ჰყავს.
10 წლის წინ, როდესაც ქარტია დაფუძნდა, საბჭო წელიწადში საშუალოდ 5 განცხადებას განიხილავდა, ახლა ეს რიცხვი 80-ს სცდება (მიმდინარე წელს, ამ დრომდე, საბჭოს უკვე განხილული აქვს 80 საქმე და განსახილველია კიდევ 9 საქმე);
დღეს ქარტიას მიმართავენ რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები და თავად ჟურნალისტები;
გაზრდილია ქარტიის, როგორც მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი ორგანიზაციის როლი და გავლენა; ქარტიის ანგარიშზეა არაერთი ადვოკატირების კამპანია და არაერთი ინიციატივა მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის;
ვულოცავთ 10 წლის იუბილეს ქარტიის წევრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა, ქვეყანაში თვითრეგულირების დამოუკიდებელი ორგანო არსებობდეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,