ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, წინასაახალწლოდ ხარაგაულში იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:

  • 17 დეკემბერს დაიწყება და 27 დეკემბრამდე გაგრძელდება ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში საახალწლო ღონისძიებები;
  • 23 დეკემბერს ინტელექტუალური კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალურ შეხვედრას ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი კინოთეატრში გამართავს;
  • 25 დეკემბერს საახალწლო კონცერტით ხარაგაულის სამუსიკო სკოლა გვიმასპინძლებს;
  • 26 დეკემბერს კინოთეატრში დაგეგმილია საახალწლო კარნავალი დაბა ხარაგაულის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით;
  • 27 დეკემბერს კინოთეატრში ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის ტრადიციული კონცერტი გაიმართება;
  • 30 დეკემბერს დაგეგმილია ხარაგაულის კულტურის ცენტრის ტრადიციული საახალწლო კონცერტი;
  • 31 დეკემბერს, კინოთეატრის წინ, ღია ცის ქვეშ, ხარაგაულელი შემსრულებლების კონცერტთან ერთად, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი მურაბების ფესტივალს გამართავს;
  • 7 იანვარს ხარაგაულში ტრადიციული ალილო ჩატარდება;
  • 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლს „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ გამართავს.

რამაზ ბლუაშვილის ფოტო