

„რამდენი ჩვენგან წასული კაცის,
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყოს მაინც
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“.
ძნელია თქვენზე წარსულში საუბარი, ბატონო ვარლამ, მაგრამ ცხოვრება მწარე რეალობაა, რასაც ვერ შევცვლით და გული ტკივილით გვევსება. თქვენ დააკლდით საყვარელ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, დააკლდით იმ დიდ კოლექტივს, სადაც მრავალი წელი გაატარეთ და ყველას, თქვენი განსაკუთრებულობით თავი დაამახსოვრეთ.
კიცხის საშუალო სკოლა-ინტერნატის“ აღსაზრდელები, რომელთაც მრავალი სითბო და სიყვარული გაატანეთ ცხოვრების საგზლად, არასოდეს დაგივიწყებენ.
თქვენ სიყვარულზე, სიცოცხლესა და პოეზიაზე შეყვარებული პიროვნება იყავით, გამორჩეული ნიჭით, გონიერებით, ინტელექტით, თავმდაბლობითა და ადამიანობით.
სამარადისო გზაზე ცრემლებით გაცილებთ, აქეთ მხოლოდ სახელი რჩება, რომელიც თქვენ უკვე დაიმკვიდრეთ… იქ კი, სასუფეველში, გზას ამქვეყნად ნაღვაწი გაგინათებთ.
ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის თანამშრომლები ქედს ვიხრით თქვენი ნათელი ხსოვნის წინაშე…
სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა თქვენს წმინდა სულს, ბატონო ვარლამ!…
ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის თანამშრომლები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,