ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის ღია ესტრადაზე დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში (დირექტორი მაია ბლუაშვილი) მოქმედი წრეების  შემაჯამებელი  კონცერტი გაიმართა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მხატვრული კითხვის (ხელმძღვანელი თამარ გაჩეჩილაძე), რიტმული ცეკვებისა (პედაგოგი ქეთევან ხარაძე) და საესტრადო მუსიკის წრის (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) მოსწავლეები.

მაია ბლუაშვილის თქმით, ასეთი შემაჯამებელი კონცერტი ტრადიციულად დაგეგმილი იყო 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.  „საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ბავშვების და პედაგოგების,რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მათი მომზადებისათვის“.

მაია ბლუაშვილის ინფორმაციით უახლოეს მომავალში იგეგმება მოსწავლეთა სახლის სხვა წრეების შემაჯამებელი გამოსვლები.

თამთა გოგოლაძე

1  2

3   5

6