

ხარაგაულში ინტელექტუალური კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ზონალური ტურები დასრულდა. დაბა ხარაგაულის სკოლებს შორის გამარჯვებული ხარაგაულის გიმნაზიის გუნდი გახდა. დღევანდელ თამაშში გიმნაზიათან ერთად ხარაგაულის #2, #3, საღანძილისა და ლაშის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
კონკურსში „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ უკვე გამოვლენილია ზონალური ტურების გამარჯვებულები – ბორის, ვერტვიჭალისა და მოლითის საჯარო სკოლის გუნდები.
კონკურსის ფინალში ზონალურ ტურებში გამარჯვებულ გუნდებთან ერთად საუკეთესო შედეგის მქონე ერთი გუნდი ჩაერთვება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთრესო შედეგი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდმა აჩვენა.
კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ხელშეწყობით ტარდება. კონკურსის ფინალი დეკემბერის ბოლოს გაიმართება.
ფოტოზე: დაბა ხარაგაულის ზონალურ ტურში გამარჯვებული გიმნაზიის გუნდი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,