თეატრალური ფესტივალი „თეტრალური იმერეთი – 2014“ დასრულდა. ფესტივალს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის თვითმმართველობის, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებისა და თეატრალური საზოგადოების მხარდაჭერით 30 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში იმერეთის მუნიციპალიტეტების სახალხო თეატრებთან ერთად სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრები მონაწილეობდნენ.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ფესტივალზე წარადგინა სპექტაკლი „ნატვრის ხე“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე). ნომინაციაში „ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის“ გაიმარჯვა ირინე ჩხეიძემ. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე წარდგენლი იყო მარი ხურციძე – აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა დასის წევრი და ლელა ლომთაძე – მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი.

natvris_khe

ხარაგაულის სახალხო თეატრის დებიუტანტები, პატარა მსახიობები თამარ ლურსმანაშვილი და გუგა ბერაძე წარადგინეს ნომინაციაზე „საბავშვო როლის საუკეთესოდ შერულებისთვის“.

ვულოცავთ ირინეს და პატარა მსახიობებს ჯილდოს და აღიარებას. ვუსურვებთ დიდი ტრადიციის მქონე ხარაგაულის თეატრს მრავალ წარმატებას.

ნინო კაპანაძე