
20 ნოემბერს ქ. ზესტაფონში ხარაგაულის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში მოქმედი საჯარო სკოლების წარჩინებული მეათეკლასელები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო იმ მოსწავლეებს გადაეცათ, ვინც მე-7-მე-9 კლასებში ყველა საგანში, დამრგვალების გარეშე, ათიანი დაიმსახურეს.
წელს საქართველოს მასშტაბით 3858 მეათეკლასელს (შარშანდელთან შედარებით 818 მოსწავლით მეტს) გადაეცა კომპიუტერი. წარჩინებული სწავლისათვის ხარაგაულიდან პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ:
ელენე ჭყოიძე, საბა მესხი, ქეთი დავაძე, გვანცა მაღლაფერიძე, ელენე ტალახაძე, გვანცა ყრუაშვილი – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლიდან;
ლიზი კურტანიძე, ქეთევან ლაცაბიძე, გურამ ლურსმანაშვილი, ელენე ჩიჩილიძე – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლიდან;
ნანუკა წიწილაშვილი, თამარ ჭანკოტაძე, თაკო სხილაძე – ბორის საჯარო სკოლიდან;
ცოტნე თიკანაშვილი და თემიკო მაღლაკელიძე – ზვარეს საჯარო სკოლიდან;
ნინო ყიფიანი, ლუკა ცისკაძე, მარი ქურდაძე – მარელისის საჯარო სკოლიდან;
გიორგი ლელაძე, ლუკა გაგოშიძე, ლევან კაციტაძე – ხიდარის საჯარო სკოლიდან;
ნინო ლომიძე, ნანა ლომიძე – ხუნევის საჯარო სკოლიდან;
კესო ჩხიკვაძე – ბაზალეთის საჯარო სკოლა;
მარიამ რიკაძე – ბორითის საჯარო სკოლა;
ნინო კოჩაძე – ვარძიის საჯარო სკოლა;
ნათია გოგოლაძე – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;
ანა გოდიბაძე – კიცხის საჯარო სკოლა;
მარიამ ყურაშვილი – მოლითის საჯარო სკოლა;
ნიკა კიკნაძე – საღანძილის საჯარო სკოლა;
დავით ტაბატაძე – ხევის საჯარო სკოლა.
წარჩინებული მოსწავლეები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დააჯილდოვა.
„ჩემთვის ეს წარმატებისკენ სწრაფვის ჯილდოა, – ამბობს ზვარეს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თემიკო მაღლაკელიძე, – ის მაძლევს მოტივაციას, მომავალში მეტი ვიშრომო.
„ჩემთვის ეს პირველი კომპიუტერი და ამდენი წლის შრომის შედეგია, ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა პედაგოგებს, მშობლებს ყველას, ვინც გვერდით მედგნენ და მოტივაციას მაძლევდნენ“, – ამბობს ბორითის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარიამ რიკაძე.
ვულოცავთ წარჩინებულებს ამ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
პარკების მწარმოებელი კომპანიები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით