

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით დღეს, 20 ნოემბერს, მინიფეხბურთში, ტრაგიკულად დაღუპული ხარაგაულელი ახალგაზრდების შოთა ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრი მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე ჩატარდა და მასში 11 სკოლის გუნდი ჩაერთო. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის #3 და ვარძიის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. ტურნირის გამარჯვებული, პენალტების სერიით, ვარძიის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მესამე ადგილი ხიდრის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებული გუნდები სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მიერ საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
შოთა ჭიპაშვილი და ალეკო ავალიშვილი 2018 წლის 17 აპრილს ხარაგაულში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური