

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო განათლება სურსათის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად“ – ფარგლებში ხარაგაულში 19 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში თემაზე – სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი – სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა ფიქრია ჭლიკაძემ სააგენტოს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს ამ სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
ეფექტურია თუ არა სურსათის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მექნიზმები, რამდენად სწრაფად უახლოვდება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, ვის და როგორ მივმართოთ სურსათის უვნებლობის სფეროში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, – ამ საკითხებზე მოქალაქეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა ინფორმირებას, რომ მათ აქტიურად მოითხოვონ სახელმწიფოსგან სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებები. ამიტომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს.
ამ შეხვედრის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.


პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური