

„დაბა ხარაგაულის გაზიფიცირების პროცესი, სავარაუდოდ, ნოემბერში დასრულდება,“ – ეს ინფორმაცია „სოკარ გაზი იმერეთის“ დირექტორმა დავით ჯაიანმა ხარაგაულში იმერეთის გუბერნატორთან ერთად სტუმრობისას გაავრცელა. „ხარაგაულის გაზიფიცირების პირველი ეტაპი, ცენტრალური სამკილომეტრიანი ქუჩის გაზიფიცრება დასრულებულია და უკვე გვყავს 250 აბონენტი. ამჟამად მიმდინარეობს გაზიფიცირების მეორე ეტაპი, – ეს არის დაახლოებით 6 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალი. უმოკლეს ვადაში, თვის ბოლომდე, დასრულდება 9 აპრილის ქუჩის (თავისი ჩიხებით), სოლომონ მეფის ქუჩის პირველი და მეორე ჩიხების, გალაკტიონის, დეკანოსიძის, ბუაჩიძის ქუჩების გაზიფიცირება. შემდეგ ვიწყებთ მესამე ეტაპს – შვიდკლომეტრიანი მაგისტრალის გაზიფიცირებას. 416 აბონენტს მიეწოდება ბუნებრივი აირი კიკნაძის, წერეთლის, დევდარიანისა და ნიორაძისქუჩებზე,“ – აღნიშნა დავით ჯაიანმა ხარაგაულში შეხვედრაზე.
მისივე ინფორმაციით, მალე დაიწყება იმის შესწავლა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ისლარსა და ფარცხნალში ძველი გაზსადენის აღდგენა.
დავით ჯაიანის განმარტებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ ოჯახს გაზიფიცირება 400 ლარი უჯდება, მას შეუძლია ერთად გადაიხადოს ეს თანხა, მაგრამ თუ თანხის ერთბაშად გადახდის შესაძლებობა არ აქვს, ისარგებლებს 600 ლარიანი უპროცენტო განვადებით.
დავით ჯაიანის ინფორმაციით, სექტემბერში განიხილავენ 2015 წელში განსახორციელებელ პროექტებს.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,