ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრმა დაიწყო მსმენელთა მიღება დალილა ცატავას ინოვაციურ, გასტრონომიული ტურიზმის საავტორო კურსზე იმერეთში.
თუ თქვენ ხართ დამწყები ან მოქმედი გიდი, ტუროპერატორი, მცირე საოჯახო სასტუმროს მფლობელი თუ კვების ობექტის მენეჯერი, ან, უბრალოდ, გაინტერესებთ, რომ აიმაღლოთ ცოდნა საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და გასტრონომიული ტურიზმის შესახებ, მაშინ ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა!
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ადგილები შეზღუდულია. იჩქარეთ და მოხვდით პირველ ჯგუში, 15 სტუდენტს შორის!
2019 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრი გიწვევთ მოკლე სასერთიფიკატო კურსზე „გასტრონომიული ტურიზმი/გასტრონომიული გიდი“. გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
პროექტის მხარდამჭერები არიან: ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ და მედიასახლი P.S.(„პოსტსკრიპტუმი“)
ტრენინგს წაუძღვება პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის კათედრის კვლევის ცენტრის ლექტორი და საბჭოს წევრი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის(GIPA) ბიზნესის სკოლის ლექტორი, ქალბატონი დალილა ცატავა.
მასთან ერთად, ღვინისა და გასტრონომიულ წყვილებზე, ღვინოზე, როგორც გასტრონომიული ტურიზმის პროდუქტზე, ისაუბრებს სომელიე ჟურნალისტი, სომელიეთა ასოციაციის წევრი, თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებული, მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ნატო გუბელაძე.
კურსი თეორიასთან ერთად, პრაქტიკულ მასტერკლასებზეა დაფუძნებული. ის გაიმართება მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს (პარასკევი – შაბათი,) და პირველ დეკემბერს (კვირა – პრაქტიკული გასტროტური), დღეში 5 საათი (დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე).
თეორიული სწავლება ჩატარდება ქუთაისის ტურიზმის ცენტრში, შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზირი # 9ა, ხოლო პრაქტიკული მასტერკლასები გაიმართება საზანოს ღვინის მარანში – „ყველისა და ღვინის დეგუსტაცია“ და გელათში, გასტროტური „აგროგესთჰაუზში“, მაია კეზევაძის მასპინძლობით.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:
ტრენინგის მიზანია:
კურსის სასწავლო მოდულებია:
კურსის ღირებულებაა – 270 (ორასსამოცდაათი) ლარი
რეგისტრაციისთვის საკმარისია თავდაპირველად, თანხის მესამედის ჩარიცხვა (90 ლარი), ხოლო თანხის სრულად დაფარვა უნდა მოხდეს 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.
ღირებულებაში შედის: კურსის თეორიული მასალების „გაიდლაინები“, ორენოვანი სერთიფიკატი, ტრენინგის პერიოდში „კოფებრეიკი“-თა და ლანჩით უზრუნველყოფა, პრაქტიკულ მასტერკლასზე ტრანსპორტირება.
თანხა უნდა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი; კოდი BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE07BG0000000785548200
მიმღები: შპს „ქიმერიონი“
ს/კ 412696042
დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ტრენინგზე რეგისტრაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე:
599 107794 (ნატო გუბელაძე)
ელფოსტა: nato2727@gmail.com
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი