

ავტობანზე სურამის, შორაპანისა და ზესტაფონის მონაკვეთებზე სავაჭრო სივრცეები მოეწყობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ჩქაროსნული ავტობანის ახალი მონაკვეთები დღეს არსებულ სავაჭრო ზოლებს გვერდს აუვლის. თუმცა იმისათვის, რომ ადგილობრივებისთვის შემოსავლის შენარჩუნება მოხდეს, კეთილმოწყობილი სივრცეების მოწყობა იგეგმება.
სურამის მონაკვეთზე სიცრცე დაეთმობა ნაზუქებს, შორაპანში თიხის, თუ ხის ხელნაკეთ ნივთებს, ხოლო ზესტაფონში ყავის კაფეები შენარჩუნდება.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ ესტონურ-ქართული საგზაო-სამშენებლო ფორუმზე გამოსვლისას.
ქართულ-ესტონური საგზაო-სამშენებლო ფორუმი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,