ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში შემოდგომის თემაზე ღონისძიებები მიმდინარეობს.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფის (აღმზრდელები: მედული ბოგვერაძე, ქეთევან ლაცაბიძე, ჟუჟუნა ხურსაძე, მუსიკის მასწავლებელი თამარ ოსანაძე) აღსაზრდელებმა საშემოდგომო აქტივობა ეზოში წარმოადგინეს.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში ეზოს აქტივობებს დიდი ყურადღება მიექცა.
„ბავშვები ეზოში უფრო ხალისიანები და თავისუფლები არიან. ამასთან, თემატური ღონისძიებები ხელს უწყობს პატარების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. საბავშვო ბაღის ღონისძიებები აღსაზრდელების სურვილებისა და ინტერესებიდან გამომდინარე იგეგმება“.
#1 საბავშვო ბაღის 4-5 წლიანთა ჯგუფმა „ბომბორა“ (აღმზრდელები: მაია დევდარიანი, მარიკა ხარატიშვილი, რუსუდან ავალიშვილი, მუსიკის პედაგოგი ირმა ყანჩაველი) შემოდგომის ზეიმი საბავშვო ბაღის დარბაზში გამართა. საგანგებოდ ამ დღისთვის შერჩეულ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა „ჭირნახული მიინახეს“ და თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა მშობლებს, აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს გაწეული შრომისთვის მადლობა და წარმატებები უსურვა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი