

საპატრიარქოს ნებართვით, ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) უხელმძღვანელებს. მეუფესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამავე ფონდის ფინანსური დირექტორი ბერიკა დუშუაშვილი იქნება, ხოლო ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობა ირაკლი ებანოიძეს დაეკისრა.
ირაკლი ებანოიძის ინფორმაციით, ორ კვირაში ტაძრის მეორე სართულის შელესვა დაიწყება, ამისათვის მლესავების ჯგუფს ელოდებიან.
ხარაგაულში საკათედრო ტაძარი, აწ გარდაცვლილი ცეზარ ბუბულაშვილის ხელმძღვანელობით, 2009 წლიდან შენდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,