

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის (ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი) ინიციატივით 29 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით ხარაგაულში მიმდინარეობდა სათავგადასავლო ტურ-თამაშები, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. თამაში ორ ტურად მიმდინარეობდა და თითოეული ტური სხვადასხვა სათავგადასავლო კონკურსებით იყო დატვირთული.
პირველ ტურში, რომელიც სოფელ ხევში, ქუცუმას მთაზე გაიმართა, გაიმარჯვეს საღანძილის, ვერტყვიჭალის, მოლითის, წყალაფორეთისა და ძევრის სკოლების გუნდებმა.
შეჯიბრის მეორე ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მარელისის ხერგილზე ჩატარდა.
დღეს ხარაგაულის პარკის ღია ესტრადაზე გაიმართა ტურ-თამაშებში მონაწილე გუნდების დაჯილდოება, ყველა გუნდს გადაეცა სამახსოვრო პრიზები და სიგელები. მესამე ადგილზე გავიდნენ მოლითის, წყალაფორეთისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების გუნდები. მათ პრიზები ხარაგაულის გემგეობის კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ გადასცა.
მეორე ადგილი დაიკავა ხევის საჯარო სკოლის გუნდმა. მათ პრიზი გადასცა ხარაგაულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ. პირველ ადგილზე გასულ საღანძილის საჯარო სკოლის გუნდს, „ოქროს არწივი“ გადასცა იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ალეკო იოსებაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მოხარულია ასეთი თამაშებით. „მე თქვენი კეთილი შურით მშურს. გილოცავთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს,“ – მიმართა ვიცეგუბერნატორმა ტურ-თამაშების მონაწილეებს.
მამუკა ჭიპაშვილის თქმით, გამარჯვებული სკოლის გუნდი ამ ზაფხულს ზვარის კარვების ბანაკში დაისვენებს.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,