

დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ რაიონული ტურის პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ლეპტოპები გადასცა მარელისის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელ მარიამ ფცქიალაძეს, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ ნონა მაჭავარიანს და ბორითის საჯარო სკოლის მეათეკლასელ სოსო გოგოლაძეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაჯილდოებისას აღნიშნა, რომ „ეტალონის“ რაიონული ტურის გამარჯვებულების ლეპტოპებით დაჯილდოებას „ეტალონის“ მასშტაბურ ღონისძიებაზე, 21 მაისს, გეგმავდა. თუმცა, მისივე თქმით, შემაწუხებელი გახდა ოპონენტების, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, დამოკიდებულება, – ხშირად კითხულობდნენ, თუ როდის შესრულდებოდა გამგებლისგან დადებული პირობა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ, ხარაგაულის #2 და მარელისის საჯარო სკოლების დირექტორებმა – ვალერი გოგნაძემ და ვერა ოდიკაძემ წარმატებები უსურვეს დაჯილდოებულ მოსწავლეებს.
მარიამ ფცქილაძემ, ნონა მაჭავარიანმა და სოსო გოგოლაძემ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს, ოჯახის წევრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისათვის.
21 მაისს „ეტალონის“ ფინალში მარიამ ფცქიალაძე მიიღებს მონაწილეობას.
ნინო კაპანაძე

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი