

ხარაგაულის გიმნაზიაში 28 ოქტომბერს ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება „შემოდგომა გიმნაზიაში 2019“ გაიმართა.
შემოდგომის ნობათითა და ტრადიციული კერძებით დატვირთული გიმნაზიის ეზო მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე), ეპარქიის სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და მოსწავლეების მიერ მირთმეული კერძებიც დააგემოვნეს.
ღონისძიება გიმნაზიის მოსწავლეების მიერ შესრულებულმა სახასიათო სიმღერებმა, ტრადიციულმა ცეკვებმა და თეატრალურმა წარმოდგენებმა დააგვირგვინა.
ღონისძიების ბოლოს მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ღონისძიების ორგანიზატორებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს, ულამაზესი სანახაობისთვის, მადლობა გადაუხადა და წინსვლა და წარმატებები უსურვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,