

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ხარაგაულში, სექტემბერ-ოქტომბერში საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის ტრენინგები ჩატარდა. სწავლება #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის ახალგარემონტებულ დარბაზში სპეციალურად გადამზადებულმა ტრენერებმა არჩილ ბლიაძემ და ინგა გლუნჩაძემ წარმართეს.
პროექტს ცესკოს სწავლების ცენტრი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. სამდღიან ტრენინგზე მონაწილეები კენჭისყრის დღის პროცედურებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს გაეცნენ.
ტრენინგის მონაწილე ლია კალანდაძე ამბობს, რომ მიღებულ ცოდნას მომავალ არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის შემთხვევაში გამოიყენებს.
„ტრენინგზე მიღებული სერთიფიკატი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დროს მნიშვნელოვანია და ტრენინგგავლილ კონკურსანტს უპირატესობას ანიჭებს“, – ამბობს ტრენერი არჩილ ბლიაძე.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური