

26-27 ოქტომბერს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ხარაგაულში სამხატვრო პლენერს – „გამა -2019“ გამართავს.
სამხატვრო პლენერი წელს მეოთხედ ტარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან. პლენერში აფხაზეთის მხატვართა კავშირის წარმომადგენლობა ჩერთვება.
„გამას“გახსნისა და დახურვის ცერემონია სოფელ ღორეშის მემორიალურ მუზეუმში გაიმართება. მხატვრები ხარაგაულის სოფლებში განაწილდებიან და ორი დღის განმავლობაში ხარაგაულის ხედებს დახატავენ. შექმნილ მხატვრულ ტილოებს კი ტრადიციულად საჩუქრად გადასცემენ ლიტერატურულ თეატრს.
სამხატვრო პლენერის გახსნასა და დახურვაზე დასწრების მსურველთათვის ტრანსპორტი 26 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 08:00 სთ-ზე გავა, ხოლო 27 ოქტომბერს იმავე ადგილიდან – 12:00 საათზე.
ფოტოზე: სამხატვრო პლენერი „გამა-2018“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,