
ბორითის საჯარო სკოლაში 2013 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი „ლიდერი,“ რომლის ხელმძღვანელია ბორითის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მადონა ულუმბელაშვილი. კლუბმა წარმატებით განახორციელა რამდენიმე პროექტი. მათ შორის გამორჩეულია სკვერის რეაბილიტაცია ბორითის თემში. კლუბმა მონაწილეობა მიიღო მცირე გრანტების კონკურსში, რომელიც გაიმართა ამერიკული ორგანიზაცია PHinternationali-მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ამ კონკურსის ფარგლებში კლუბის წევრებმა წარვადგინეთ პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო კლუბის სკვერი სამოქალაქო თავშეყრისათვის“. პროექტმა გაიმარჯვა და დაგვიფინანსდა.
კლუბის წევრების ადგილობრივ ხელისუფლებათან თანამშრომლობით აღვადგინეთ სკვერი და მივანიჭეთ სამოქალაქო კლუბის სახელი.
პროექტზე ვმუშაობდით სამი თვის განმავლობაში. დაგვეხმარენ მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობა და ხარაგაულის კეთილმოწყობის სამსახური, რისთვისაც მადლობას ვუხდით კლუბის სახელით.
სკვერი საზეიმოდ გავხსენით 13 მაისს. ღონისძიებას ცეკვით ალამაზებდა ბორითის მოსწავლეთა ანსამბლი „იმედი“ (ხელმძღვანელი ალეკო ტაბატაძე). მოსწავლეებმა წარმოადგინეს სამთვიანი მუშაობის ამსახველი სლაიდები. სამოქალაქო კლუბის წარმატებით ვაგრძელებთ სამოქალაქო აქტივობების განხორციელებას.
სალომე კურტანიძე
ბორითის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.