

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში, ელექტრონული აუქციონით, ამერიკაში, ფლორიდას შტატში მცხოვრებმა პენსიონერმა ცოლ-ქმარმა პინი და ქრისტინა ბრიუსებმა ფურნეს ყოფილი შენობა შეიძინეს.
მათ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ წარმტაც ბუნებაში ცხოვრება სურს. ქრისტინა ბრიუსი ინგლისური ენის მასწავლებელია. ნადაბურის სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე მოხარულია, რადგან სკოლას უცხოელებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცემა.
ნადაბურში მერის წარმომადგენელი ზურაბ შუბითიძე პინი ბრიუსს სექტემბრის დასაწყისში ხარაგაულში შეხვდა. ამერიკელ პენსიონერ ცოლ-ქმარს ნადაბურში ფურნეს ყოფილი შენობის ადგილზე საცხოვრებელი სახლის აშენება სურს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს ჯაბა ბერაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ნადაბურში ფურნეს ყოფილი შენობა 4 400 ლარად გაიყიდა და ამერიკელმა პინი ბრიუსმა ის საკუთრებაში უკვე დაირეგისტრირა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,