

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 3-4 ოქტომბერს „ევროპის დღეები“ იმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რომლებშიც ხარაგაულის მუნციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეები ჩაერთვებიან.
წელს ევროპის დღეები თემაზე „ხელოვნება და სანახაობა“ ტარდება.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დღეს, 3 ოქტომბერს, მუზეუმის ეზოში ევროპის ქვეყნების სიმბოლიკები ფერადი ცარცებით გააფერადეს. პატარებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ. დაბა ხარაგაულის სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა ევროპის ქვეყნების სიმბოლიკები თიხის ჭურჭელზე მოხატეს და მოლბერტებზე ევროპის ქვეყნების დროშები დახატეს.
ხვალ, 4 ოქტომბერს, „ევროპის დღეებს“ მუზეუმში ხარაგაულის სოფლებში მოქმედი სკოლების მოსწავლეები შეუერთდებიან. ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შექმის ისტორიას, მათ კულტურას, ხელოვნებასა და კულინარიას წარმოადგენენ.
ყოველწლიურ ღონისძიებათა ციკლი „ევროპის დღეები“ საქართველოში წელს მეშვიდედ ტარდება. ხარაგაულის მუზეუმში კი მეორე წელია აღინიშნება.


ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა