ამ წუთებში თბილისში, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს დახმარებით ტარდება. AIPCE-ის კონფერენცია ყოველწლიურად დასავლეთ ევროპის რომელიმე დედაქალაში (წინასწარი შერჩევით) იმართება. კონფერენცია პირველად აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარდა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით, სწორედ თბილისი შეირჩა 2019 წლის კონფერენციის ჩატარების ადგილად.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ნატა ძველიშვილი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; კრისტიან ურსე – ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი; ელინა გრუნტშტორმი – ფინეთის მასმედიის საბჭოს თავმჯდომარე და კატერინა ნიკოლაუ – საბერძნეთის მედია საჩივრების კომისიის თავმჯდომარე. კონფერენცია 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის თვითრეგულირების ორგანოს წარმომადგენელს, პრესის ომბუდსმენებს და მედია ექსპერტებს აერთიანებს.
კონფერენციის პანელურ სხდომებზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედია ციფრული პლატფორმების, მათ შორის სოციალური ქსელების ეპოქაში ხელოვნური ინტელექტით მართული ჟურნალისტიკა და ავტომატიზაციის გავლენა მედიაზე; თანამედროვე მედიის შემოსავლები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამას გარდა, ცალკეულ სამუშაო ჯგუფებში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ულტრანაციონალისტური ჯგუფების გაშუქება; ბოტებისა და ტროლების კომენტარები მედიაკონტენტთან მიმართებით; პლაგიარიზმი და ციტირება.
კონფერენცია ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით ტარდება.
კონფერენცია პრესისათვის ღიაა დღეს, 3 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში, და 4 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში.
AIPCE 1999 წელს დაარსდა და 34 ევროპული ქვეყნის მედია თვითრეგულირების ორგანოს აერთიანებს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამ ორგანიზაციას 2011 წელს შეუერთდა, ხოლო 2018 წელს ფინეთისა და კვიპროსის თვითრეგულირების ორგანოებთან ერთად მმართველი საბჭოს წევრი გახდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი