

წელს შობადობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით, შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23%-ით გადააჭარბა.
ეს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოგვაწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველო, შობადობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლიდერ ქვეყნებს შორის არ არის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, წლების განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობა მუდმივად და საგრძნობლად უსწრებს გარდაცვილთა რიცხვს.
კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 36 138 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა სხვადასხვა ასაკის 34 691 მოქალაქე.
შესაბამისად, წელს შობადობა გარდაცვალებასთან შედარებით, 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით (1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე), შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23%-ით გადააჭარბა“, – ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოწოდებულ განცხადებაში.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური