

2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც თითქმის 4 თვე გაგრძელდა.
2019 წლის 4 სექტემბერს საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი 20 კანდიდატი აირჩია, რომელთაც პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც მთელი პროცესის მანძილზე აკვირდებოდა კანდიდატებთან გასაუბრებებს, წარმოგვიდგენს შერჩეული კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიებს, მათ მიერ განხილულ გახმაურებულ საქმეებს, მონაცემებს მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კავშირებს სასამართლოში არსებულ გავლენიან მოსამართლეებთან თუ ხელისუფლებასთან და კანდიდატის შესახებ სხვა დამატებით საინტერესო ინფორმაციას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,