

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას რიგით მეთვრამეტე საბავშვო ბაღი შეემატა.
სარგვეშში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. შარშან ამ სოფლის მაჟორიტარი დეპიტატის, რუსუდან გიორგაძის, ინიციატივითა და ძალისხმევით, სარგვეშის სკოლის შენობაში სასკოლო მზაობის ჯგუფი ამოქმედდა.
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 23 სექტემბერს სარგვეშში თორმეტი აღსაზრდელისთვის საბავშვო ბაღი გაიხსნა.
სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების გახსნა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და სოფლის მაცხოვრებელთა აზრით, მიგრაციის პროცესს შეაფერხებს და სოფლიდან უკვე წასულ ახალგაზრდა ოჯახებს უკან დაბრუნების სურვილს გაუჩენს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,