

რამდენიმე წუთში თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ დაიწყება შეხვედრა, სახელწოდებით „სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება – არსებული სიტუაცია და პერსპექტივები“, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივის“ ფარგლებში ტარდება.
სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები გაეცნობიან ამ ინიციატივის ფარგლებში მომზადებულ კვლევებს, დოკუმენტებს, რომელიც, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების კუთხით, საქართველოში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებს შეეხება.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებენ ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. მისი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური