
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს პროგრამას „ინტერნეტი განვითარებისთვის“.
პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 10 000 ოჯახისთვის და 500 მეწარმისათვის ინტერნეტის პირველადი ინსტალაციის ღირებულება დაფინანსდება.
პროგრამაში ჩართულ ოჯახებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ ტრენინგი ციფრულ წიგნიერებაში, მეწარმეებს – ელექტრონულ წიგნიერებაში. პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.
პროგრამაში მონაწილე ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა ცხოვრობდეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში;
უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში და მინიჭებული ჰქონდეს 100 000 ან ნაკლები ქულა;
ფართოზოლოვანი ინტერნეტი ფიზიკურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი მის მისამართზე.
მეწარმისთვის სავალდებულოა:
წარმოადგენდეს საქართველოს რეგიონში მოქმედ ბიზნესს;
იყოს რეგისტრირებული, როგორც საწარმო და ჰქონდეს აქტიური სტატუსი;
ჰქონდეს გავლილი ელექტრონული კომერციის კურსი;
საქმიანობდეს მაღალმთიან რეგიონში და ფართოზოლოვანი ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომი მის მისამართზე.
ერთ ოჯახს ან/და ერთ მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს პროგრამით ერთჯერადად.
პროგრამაში ჩასართავად უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგ ვებგვერდზე ან რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმართოთ თქვენს მუნიციპალიტეტში არსებულ საზოგადოებრივ ან ინოვაციების ცენტრებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო
ასოციაციის – „ქართული სოლიდარობა ნიცაში“
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის – არტმეურნეობის მულტიკულტურულ