

დღეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე სკოლებში ტრადიციული საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლის კარი 171-მა პირველკლასელმა შეაღო. მოსწავლეთა რაოდენობით ლიდერია ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა. ამ სკოლაში სწავლას 26 პირველკლასელი შეუდგა. სულ სკოლაში 220 მოსწავლე ისწავლის.
„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს სკოლაში კონტინგენტი საგრძნობლად იზრდება. შემდეგ წელს, სავარაუდოდ, სკოლისათვის დამატებითი ფართის მიშენება აუცილებელი იქნება,“ – აღნიშნა საზეიმო ღონისძიებაზე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ.
ღონისძიებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა და გზა დაულოცა ღვაწლმოსილმა მასწავლებელმა მაყვალა ფერაძემ. მაყვალა მასწავლებელმა 55 წელი სკოლაში გაატარა.
„მართალია, სკოლაში გაკვეთილებს აღარ ჩავატარებ, მაგრამ მიგულეთ თქვენს უფროს მეგობრად, ჭირსა და ლხინში, ფიქრებსა და მოგონებებში, – მიმართა მაყვალა ფერაძემ მოსწავლეებსა და კოლეგებს, – მე ვიცოცხლებ მანამ, სანამ მრავალათას კურსდამთავრებულთა და თქვენს გულებში იქნება ხსოვნა მაყვალა მასწავლებლის შესახებ, რამეთუ ხსოვნა სიკვდილზე ძლიერია. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებით გაგევლოთ ცოდნის მწვერვალებისკენ მიმავალი რთული გზა.“
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა, მშობლებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პირველი კლასის მასწავლებელმა დოდო გელაშვილმა, წარმატებულმა მოსწავლეებმა ვახტანგ მაღრაძემ, თამარ ჭიპაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა დავით კიკნაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ გასულ სასწავლო წელს სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები, სკოლის „საუკეთესო პედაგოგები“ და „საუკეთესო მოსწავლეები“ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.













ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა