თბილისში 11 სექტემბერს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფორუმის 150 წევრი დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში ადგილობრივ დონეზე ქალების მონაწილეობის გაზრდის გზები განიხილეს. მონაწილეების თქმით, მუნიციპალური სერვისები მეტად უნდა იყოს მორგებული ქალების საჭიროებებზე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა სკოლამდელი განათლებისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესება, პროფესიული განათლებისა და გადამზადების განვითარება და ქალების ხელშეწყობა შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევაში.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (MSPA), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ავსტრიის, დანიის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრმა ქალებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მაღალი რანგის ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფორუმის საკვანძო მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდისთვის. მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს საქართველოს ქალებს და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო მიაღწევს გენდერულ თანასწორობას მმართველობის ყველა დონეზე.
„ქალების ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმის საქართველოს პოლიტიკაში, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, – საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ქალთა როლის გაზრდას ადგილობრივ თვითმმართველობაში და გენდერული თანასწორობის მიღწევას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე“.
„ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება საკვანძო საკითხია როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ასევე, თანაბარი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომლის მიღმა არავინ უნდა დარჩეს“, – განაცხადა ულრიკ თიდესტრომმა, შვედეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში.
„ყველამ ვიცით, რომ ქალები სათანადოდ ვერ იყენებენ თავის პოტენციალს როგორც საქართველოში, ასევე, ბევრ სხვა ქვეყანაში. ეს ვითარება სხვადასხვა სფეროში შეიმჩნევა, როგორც ოჯახებში, ასევე, კერძო სექტორსა და ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში, – აღნიშნა დანიელ მევლიმ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, – შვეიცარია მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს გენდერული თანასწორობის მიღწევაში და ქალთა როლის გაძლიერებაში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და ეკონომიკის მდგრად განვითარებას“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი