
პირდაპირი მიმოსვლის დაწყებისა და განხორციელებული საინაუგურაციო რეისის აღსანიშნავად, ტალინის აეროპორტში დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს საელჩოც იღებდა მონაწილეობას.
ქუთაისის მიმართულებით მიმავალ პირველ მგზავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ტალინის აეროპორტის მმართველი საბჭოს წევრმა, ეინარი ბამბუსმა და საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თამარ მიქაბერიძემ და დამსწრე საზოგადოებას პირდაპირი მიმოსვლის დაწყება მიულოცეს.
თამარ მიქაბერიძემ საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის ტურიზმის სფეროში და იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიარეისები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ისევე, როგორც საქართველოში მოგზაურობის მიმართ ინტერესის გაზრდას.
ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, რასაც მოწმობს კვლევითი მონაცემთა ბაზა „Numbeo“-ს შედეგები და აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ.
საინაუგურაციო რეისს ტალინის აეროპორტში ტრადიციული შადრევნით დახვდნენ.
Photo by: Marek Metslaid
12 ოქტომბრიდან ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ გარე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისადმი მიძღვნილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიიამ მიიღო განკარგულება
კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ერთ-ერთი ყველაზე