2019 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანის მოვალეობაა იზრუნოს გარემოზე, დაიცვას ბუნება, ტყე, წყალი, ხმელეთი, ჰაერი. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ სამყაროს გადარჩენა მის ხელშია.

კლიმატის შენარჩუნება დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას კაცობრიობა. მეცნიერებს არ შეუძლიათ ზუსტად დაადგინონ, რამდენ ხანში მოხდება ცვლილებები დედამიწაზე. თუმცა ამ ცვლილებების შეჩერება ადამიანებისაგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დიდი შედეგის მისაღწევად დრო და აქტიურობაა საჭირო, თუმცა თუ პატარა ნაბიჯებით არ დაიწყებ, ვერასდროს მიაღწევ წარმატებას.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ინიციატივით ხარაგაულში კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღე ველომსვლელობით აღინიშნა. ეკოკლუბ „მწვანე სამყაროს“ ინიციატივას ბაზალეთის, საღანძილისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ სკოლების გარდა ველორბოლამ დაინტერესება გამოიწვია მოსახლეობაში და აქციას მოხალისეებიც შეურთდნენ. ყველაზე პატარა მონაწილე 5 წლის თამარ ებანოიძე იყო. სულ აქციაში 20 ველოსიპედისტი მონაწილეობდა.

დედამიწისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის, მდგრადობისთვის დაიგეგმა, რომ 2020 წელს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღე ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით მასშტაბურად აღინიშნოს და ტრადიციად დამკვიდრდეს.

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ველოციკლს მხარს უჭერდა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა შსს ხარაგაულის რაიონული განყოფილება. აქციის შესახებ ინფორმაცია დაანონსდა, როგორც სკოლის ოფიციალურ გვერდზე, აგრეთვე ადგილობრივი მედიაორგანიზაცია „ჩემი იმერეთის“ საშუალებით.