

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში დღეს, 6 სექტემბერს, ტრადიციული დოღი გაიმართა. წლების წინ დავიწყებული შეჯიბრის ტრადიცია ხიდრის მოსახლეობამ გასული წლიდან აღადგინა.
წელს დოღში ადგილობრივი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საპრიზო ადგილებზე გავიდნენ ზაზა გურიელი (სხლითი); ავთო ფოფხაძე (კიცხი); ზურაბ ჩაჩანიძე (ხიდარი).
დოღის შემდეგ გაიმართა ღვინის, თაფლის, სულგუნისა და ადგილობრივი წარმოების სხვა პროდუქციის გამოფენა-დაგემოვნება. კონკურსი ღვინის მწარმოებელთა შორის ჩატარდა.
ოჯახური წესით დამზადებული ღვინოების კონკურსში გიორგი ლელაძემ, ჯამბულ ხეცაძემ და ირაკლი ბერაძემ გაიმარჯვეს.
დოღსა და ღვინის კონკურსში გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება სოფლის მოსახლეობის ინიციატივით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,