მიშიკო ღონღაძე, დეა ბერაძე, ნინო მაღრაძე, თინათინ გელაშვილი, ნინო ბარაბაქაძე სასურველ ფაკულტეტებზე ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხენ.
მიშიკო ღონღაძე ხარაგაულის #3 სკოლის კურსდამთავრებულია, დეა ბერაძე – ბორის სკოლის, ნინო მაღრაძე – ვახანის, თინათინ გელაშვილი – სასულიერო გიმნაზიის, ნინო ბარბაქაძე – კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის. ნინომ კომაროვში სწავლა ხარაგაულის #2 სკოლაში ექვსი კლასის დამთავრების შემდეგ გააგრძელა.
ჩვენგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულელი პირველკურსელებდან 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს ანა მაჭავარიანმა, მარიამ კიკნაძემ (ხარაგაულის #3 სკოლა), ნია ბერაძემ (ბორის სკოლა), ნონა მაჭავარიანმა (ხარაგაულის #2 სკოლა);
50%-იანი დაფინანსება აქვთ ნინო ტალახაძეს, მარიამ შარიქაძეს (ხარაგაულის #3 სკოლა), თამარ გიორგაძეს (ბორის სკოლა), ნინო ხაჩიძეს (ხევის სკოლა), მარიამ ბერიშვილს (ვარძიის სკოლა), მარიამ ჭიპაშვილს (ხარაგაულის #2 სკოლა).
წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სკოლებმა 174 კურსდამთავრებული გააცილეს ცხოვრების ახალ საფეხურებზე. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის სკოლებიდან მიწოდებული ინფორმაციით, მათგან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი 87 გახდა.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლეს სასწავლებლებში 28 740 ახალგაზრდა ჩაირიცხა. სახელმწიფო გრანტი 6 546-მა სტუდენტმა მოიპოვა. მათგან 100%-იანი გრანტი – 1011 აბიტურიენტმა, 70%-იანი გრანტი – 1455- მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება- 4083-მა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი