

ამის შესახებ მამუკა ბახტაძე ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე წერს.
„ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.
მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს,“ – წერს მამუკა ბახტაძე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფეისბუქგვერდზე ვრცლად საუბრობს ამ თანამდებობაზე მუშაობისას მისი საქმიანობის შესახებ და აღნიშნავს, რომ დღეს, 15:00 საათზე ამ და სხვა საკითხებზე მედიის წარმომადგენლებთან ყველა შეკითხვას უპასუხებს.
მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,