

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულსა და მერჯევში საბავშვო ბაღების პროექტის მოსამზადებლად და ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი 17 აგვისტოს 2 310 000 ლარზე გამოცხადდა. ამჟამად სატენდერო კომისიის მიერ ტენდერში მონაწილე სამშენებლო კომპანიის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
სამი საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მშენებლობას ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბილდინგ ჰაუს და კარკასი“ 2 245 540 ლარად გეგმავს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა მოამზადოს, ხოლო ამ პროექტის მიხედვით მშენებლობა 8 თვეში უნდა დაასრულოს.
ფოტოებზე: მერჯევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,