

ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის დონორია აზიის განვითარების ბანკი.
ამჟამად ტექნიკური ჯგუფი აწარმოებს დაპროექტებას.
ხვალ, 21 მაისს, ხარაგაულში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას გამართავს ამ პროექტის ხელმძღვანელი არი კალიოკოვსკი.
ეს ინფორმაცია პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ მოგვაწოდა. მისი ინფორმაციით, პროექტის ხელმძღვანელი ისაუბრებს პროექტის მიმდინარეობასა და ტექნიკურ პარამეტრებზე, უპასუხებს დაინტერესებული ადამიანების შეკითხვებს.
შეხვედრა გაიმართება 21 მაისს, 13 საათზე, ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, დეპუტატის ბიუროს საკონფერენციო დარბაზში.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მეოთხე წელია,
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის