

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლამდელი განათლების მიმართულების სპეციალისტი უკვე შერჩეულია.
წინასწარი ინფორმაციით, ამ თანამდებობას პირველი სექტემბრიდან ნათია კაციტაძე დაიკავებს.
ნათია კაციტაძე 2015 წლის მაისიდან ამ დრომდე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საქმის მწარმოებლად მუშაობდა. 2008-2015 წლებში ხარაგაულის #2 სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა. დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკათმცოდნეობა-ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი, ინგლისური ენის სპეციალიზაციით.
სკოლამდელი აღზრდის მიმართულების სპეციალისტის შესარჩევად ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 14 კონკურსანტი ჩაერთო. 9 მათგანმა კონკურსის პირველი ეტაპი გადალახა, ხოლო გასაუბრებაზე ოთხი კონკურსანტი გამოცხადდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის ახალი შტატების დამატების მიზანი სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,