ცესკო და სწავლების ცენტრი, 2019 წლის 25 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას. სამდღიანი სასწავლო პროგრამა ეთმობა კენჭისყრის დღის პროცედურებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლას. კურსის მიზანია, საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობა.

სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია, პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები – საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ ან/და სასწავლო პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ სერტიფიკატი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2019 წლის 29 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ – კვირის გარდა.

რეგისტრაციისთვის საჭიროა, პროექტში მონაწილეობის მსურველმა პირმა შეავსოს აპლიკაცია (იხაპლიკაციის ფორმა), რომელსაც დაერთვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი.

ეს დოკუმენტები უნდა წარუდგინოთ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით განსაზღვრული მონაწილეთა რაოდენობა.

დამატებით ინფორმაციას სასწავლო კურსის შესახებ გაეცანით აქ