
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასა და სოფელ საღანძილეში, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო საზანოში მუნიციპალური განვითარების ფონდი 50-50 ბავშვზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღებს აშენებს.
ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „იმერეთი და ხურო“ (თავმჯდომარე რუბენ ჩინჩალაძე) 76 370 ლარად გეგმავს სამივე საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. ტენდერის პირობების მიხედვით, ეს დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა მომზადდეს.
შემდეგ, ამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამივე საბავშვო ბაღი ამხანაგობამ „იმერეთი და ხურო“ რვა თვეში 2 105 630 ლარად უნდა ააგოს.
სულ სამივე საბავშვო ბაღის პროექტირებასა და მშენებლობას ამხანაგობა „იმერეთი და ხურო“ 2 182 00 აპირებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ამხანაგობასთან „იმერეთი და ხურო“ ხელშეკრულებას 4 სექტემბრამდე გააფორმებს.
ამხანაგობის „იმერეთი და ხურო“ წევრები არიან ზესტაფონში რეგისტრირებული სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება „იმერეთი“ (ს/ნ 230028145) და ქუთაისში რეგისტრირებული საპროექტო-სამშენებლო კომპანია სს „ხურო“ (ს/ნ 212678397).
ვერტყვიჭალის, საღანძილისა და ქვემო საზანოს ახალი საბავშვო ბაღები ექსპლუატაციაში მომავალი წლის სექტემბრიდან უნდა შევიდეს.
ლაურა გოგოლაძე
ფოტოებზე: საბავშვო ბაღების საორიენტაციო პროექტი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო
ასოციაციის – „ქართული სოლიდარობა ნიცაში“
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის – არტმეურნეობის მულტიკულტურულ