

12 აგვისტო, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ხარაგაულში სპორტული ღონისძიებით აღინიშნა.
სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა შორის მიზანში სროლის შეჯიბრი მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო.
შეჯიბრში გამარჯვებულები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. 2000 წლის 12 აგვისტოს პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. ამით გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ აღიარონ თაობათა ურთიერთკავშირი და სხვადასხვა ასაკის ხალხთა პრობლემები ერთობლივად გადაწყვიტონ, აამაღლონ ახალგაზრდების ინფორმირებულობა არსებული პრობლემების, რისკებისა და მათი გადაწყვეტის ხერხების შესახებ.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური