» ზაზა გლუნჩაძე – სამშობლოსთვის დაღუპული ხარაგაულელი გმირი| ჩემი იმერეთი
მთავარი ახალი ამბები საზოგადოება პოლიტიკა რეკლამა

ზაზა გლუნჩაძე – სამშობლოსთვის დაღუპული ხარაგაულელი გმირი

საზოგადოება|07.08.2019 | ნახვა: 456

აგვისტოს ომიდან თერთმეტი წელი გასულა. ომით მოყენებული ჭრილობები მოუშუშებელია. გმირულად დაღუპულ თანამემამულეებს სამარადჟამოდ პატივი და დიდება უნდა მივაგოთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის მკვიდრი ზაზა გლუნჩაძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.

ზაზა 2007 წლიდან ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. 7 აგვისტოს ის თანამებრძოლებთან ერთად საომარ მოქმედებებში ჩაერთო. ოჯახს უკანასკნელად 8 აგვისტოს ესაუბრა…

ზაზა გლუნჩაძე სამი თვე დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის 6 ნოემბერს ოჯახს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ის 26 აგვისტოს გადმოსვენებულ 46 მებრძოლთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებდა.

ათი დაჭრილი თანამებრძოლი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან… კიდევ წასულა დაჭრილებისკენ, მაგრამ იქვე ჭურვი აფეთქებულა…

ზაზა გლუნჩაძე მშობლიური ხიდრის მიწას 2008 წლის 15 ნოემბერს მიაბარეს.

სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასალის ორდენით დაჯილდოვდა.

ზაზა გლუნჩაძე 1979 წლის 11 თებერვალს დაიბადა. შრომისმოყვარეობითა და თავმდაბლობით გამორჩეულმა ვაჟკაცმა სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირა. მისი ქალიშვილები – მარინე და თეონა მუდამ იამაყებენ გმირი მამის სახელით.

ფოტოებზე: ზაზა გლუნჩაძის საფლავზე ხიდარში, 2016 წ.