დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებთან და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებების წარმომადგენლებთან სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის, წარმომადგენლები.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი და პოლონეთის ქალაქ ელკის მერი.

შეხვედრის მონაწილეები გაეცვნენ სკოლამდელი აღზრდის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს, მუნიციპალიტეტების როლსა და პასუხისმგებლობას სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით, იმსჯელეს სტანდარტების დანერგვისა და მიღწევის გზებზე. მოისმინეს პოლონეთის გამოცდილება ადგილობრივი ხელისუფლების სოციალური ანგარიშვალდებულების ამაღლების კუთხით სკოლამდელი განათლების სფეროში.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ორი პროექტის ფარგლებში – პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის და გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობის პროექტი“ სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ (ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი”) და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით,“ რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს (Save the Children) და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“.