საავტომობილო გზების დეპარტამენტში 14 მაისს ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი და დეპარტამენტის წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელს პრიანკა სენევირატნეს  და საპროექტო კომპანია „კოქსი“-ის წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრაზე გაიმართა რეგიონული მნიშვნელობის გზების გაუმჯობესების პროექტის, კერძოდ, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისსაპროექტო სამუშაოების პრეზენტაცია, რის შედეგადაც დაიწყება 50კმ-იანი გზის მოდერნიზაციის პროცესი.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ძირულა-ჩუმათელეთის საპროექტო გზა დაბა ხარაგაულისა და ათი სოფლის ტერიტორიაზე გადის და 37000 მოსახლეს ემსახურება. გზა წარმოადგენს საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E60 ავტომაგისტრალს შორის, რომელიც წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო საგზაო არტერიას. იგი ასევე აკავშირებს ერთმანეთთან საქართველოს მთავარ ქალაქებს. პროექტის განხორციელების შედეგად ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 50კმ სიგრძის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, გაუმჯობესდება საგზაო კავშირი და მოძრაობის უსაფრთხოება.

ამ ეტაპზე,ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა ძირითადად ხრეშოვანია. მისი რეაბილიტაცია 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. აღნიშნული გზის რეაბლიტაცია ხელს შეუწყობს როგორც ძირითადი მაგისტრალის (E60-ის) განტვირთვას, ასევე სოფლის მეურნეობის და ტურისტული პოტენციალის ზრდას, რასაც რეგიონში სოციალურიდატვირთვაც ექნება და მისი უნიკალური ადგილების მონახულების შესაძლებლობა გახდება უფრო მოსახერხებელი დამსვენებელებისთვის არა მარტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში დასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით კი  შემცირდება მიგრაციის პროცესი,“ – აღინიშნა შეხვედრაზე.

პროექტს აფინანსებს აზიის განვითარების ბანკი (ADB).