

ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი 5 აგვისტოს ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს – „ინიციატორთა თასი U18“ – იწყებს.
ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა 5 აგვისტომდე ბექა ბანცაძეს უნდა მიმართოთ. ბექას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით 599 14 79 70.
შეჯიბრება წელსაც ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის წინ, შინმოუსვლელთა მემორიალთან, გაიმართება.
„ვისაც გსურს მონაწილეობის მიღება, მოგვაწოდეთ განაცხადები, – მოგვიწოდებს ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი, –
გუნდი მაქსიმუმ 5 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ადგილმდებარეობა უცვლელია, ვიკრიბებით მემორიალთან, ბევრი სიახლით, სიურპრიზითა და დიდი შემართებით. ასე რომ, გაახურეთ მუხლები, გაიმაგრეთ კოჭები, ინიციატორები ვიწყებთ!“
„ინიციატორთა თასი U18“ მონაწილეობისთვის 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს იწვევს.
15 აგვისტოდან კი ქუჩის კალათბურთი 18 წელს ზემოთ ასაკის კალათბურთის მოყვარულთათვის გაგრძელდება.
ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი, მერვე წელია, ყოველ ზაფხულს ატარებს.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური