წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, 12 მაისს, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში წირვა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე) აღავლინა.

მან დალოცა მრევლი, განსაკუთრებით ის ხარაგაულელი ახალგაზრდები, რომლებიც ამ დღეს ტრადიციულად მოილოცავენ რკინისჯვარს, – ადგილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც გადმოცემით, ანდრია პირველწოდებულმა აღმართა ქრისტიანული სიმბოლო – ჯვარი.

მეუფე დიმიტრი წარმოშობით ხარაგაულელია. მან წირვის შემდეგ გაიხსენა ის წლები, როცა პირველად შეიმოსა ხარაგაულის ეკლესიაში სტიქარით და მრევლს რწმენაში გაძლიერება უსურვა.

ლაურა გოგოლაძე