დღეს, 12 ივლისს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ხარაგაულის ახალაგებულ ტაძარში,სამღვდელო პირებთან ერთად, პირველი წირვა აღავლინა.
წირვის შემდეგ მეუფემ მრევლს პეტრე-პავლობა მიულოცა და ქადაგებით მიმართა:
„საოცარია დღევანდელი დღე ჩვენი ეპარქიისთვის, განსაკუთრებით – ხარაგაულისთვის, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა, – დაბა ხარაგაულში ტაძარი არ გვქონდა. მადლობა ღმერთს, რომ რამდენიმეწლიანი მშენებლობა დასრულდა და ამ ტაძრის პირველ სართულზე პირველი წირვა ჩატარდა. მომავალში ტაძარი 12 მოციქულის სახელზე იკურთხება.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, რადგან ამ ტაძრის მშენებელობაში ყველა მონაწილეობდით – ზოგი ლოცვით, ზოგი ფინანსური შემოწირულობით, ზოგი – სხვა შესაძლებლობებით. ფაქტობრივად, ტაძარი ხარაგაულელებმა ააგეთ. თქვენ ამით საკუთარი ავტოპორტრეტი შეასრულეთ.
აღსანიშნავია იმ მღვდელმთავრების ღვაწლი, რომლებიც სხვადასხვა წლებში მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ხელმძღვანელობდნენ. მეუფე ვახტანგის (ახვლედიანი) კურთხევით დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა – შეირჩა ადგილი, ეკურთხა საძირკველი.
მადლობა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ხარაგაულის სამლოცველოში მოღვაწეობდნენ; მათ, ვინც დღეს ახალ ტაძარში პირველ წირვას ესწრებიან; მამა თომას (ლაცაბიძე), რომელიც ახალი დანიშნულია ხარაგაულში და მჯერა, ღირსეულად გაუძღვება სამრევლოს.
განსაკუთრებული მადლობა ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელს ცეზარ ბუბულაშვილს. ის 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, აქ არის. მადლობა ხარაგაულის ხელისუფლებას, რადგან შემოწირულობასთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქიისთვის გამოყოფილი თანხები ტაძრის მმშენებლობაზე ირიცხება.
უნიკალური, ისტორიული მოვლენაა ჩვენი ეპარქიის ცხოვრებაში, რომ ტაძრის პირველ სართულზე მსახურება დაიწყო. ამ ეპარქიაში რომ მოვედი, ტაძარს გუმბათიც არ ჰქონდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდა დღე და მე აქ წირვას ჩავატარებდი.
მხოლოდ ამით არ ვჩერდებით. გასაკეთებელია ტაძრის ზედა სართული, რომელიც მაცხოვრის შობის სახელზე იკურთხება. ვიმედოვნებ, რომ მალე წირვას ტაძრის ზედა სართულზეც ჩავატარებთ“.
მეუფე მელქისედეკმა ქადაგებისას აღნიშნა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლის, საბა ებანოიძის წარმატება, რომელიც „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გახდა. მეუფემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მომავალი წიგნიერებასა და სულიერებაზეა დამოკიდებული.
მეუფე მელქისედეკის კურთხევით ახალ ტაძარში წირვა ხვალ, 13 ივლისსაც ჩატარდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი