

ომისა და სამხედრო ძალების ხარაგაულელ ვეტერანთა შეხვედრა დღეს, 10 ივლისს, ხარაგაულში გაიმართა.
შეხვედრაზე ხარაგაულის ვეტერანთა კავშირის გამგეობა, თავმჯდომარე და სოფლების კურატორები აირჩიეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ათ საკურატორო ზონად დაიყო.
იმერეთის ვეტერანთა ცენტრალური კავშირის თავმჯდომარე გელა დარსაძე ამბობს, რომ პრობლემაა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილეთა აღრიცხვა. ომის მონაწილეებს არ აქვთ შესაბამისი საბუთი, რომ ისინი ომში ნამდვილად იბრძოდნენ. ომში მოხალისედ წასულ პირებს ვეტერანის სტატუსის მინიჭება ძალიან უჭირთ.
გელა დარსაძის ინფორმაციით, საარქივო დოკუმენტაციის მოძიებაში ვეტერანებს ცენტრალური კავშირი დაეხმარება. ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ვეტერანები კომუნალური ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ვერ იღებენ.
ხარაგაულის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარედ ელვარდი გიორგიძე აირჩიეს; საპატიო თავმჯდომარედ – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი.
ელვარდი გიორგიძე მიიჩნევს, რომ ზონებში არჩეული კურატორები ვეტერანების პრობლემებს შეისწავლიან და მათ გადასაჭრელად ერთობლივად იზრუნებენ.

ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის