

1-8 ივლისს ქობულეთში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი„მომავალი ჩვენია“ გაიმართა.
ფესტივალში საქართველოში მოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლებლებთან ერთად ლიეტუვას, ხორვატიის, უკრაინისა და სომხეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები) ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე „აფხაზურით“, „ქალ-ვაჟთა მთიულურითა“ და „იმერულით“ წარსდგა.
„უბისმა“ მაყურებლისა და ფესტივალის ორგანიზატორთა მოწონება დაიმსახურა.
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელ მანანა უშიკიშვილის ინფორმაციით, ფესტივალი უკვე რვა წელია ქობულეთში ტარდება.
„ღონისძიების მიზანი ქობულეთში ჩამოსული ქართველი და უცხოელი დამსვენებლებისთვის ქართული კულტურის გაცნობაა; მონაწილე ანსამბლებმა კი ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ,“ – ამბობს მანანა უშიკიშვილი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“ და ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი.
გასულ წელს ანსამბლ „უბისის“ ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები ამ ფესტივალზე ქართული კულტურის საპატიო მოღვაწის წოდებებით დაჯილდოვდნენ.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული